დროის დოკუმენტურად აღრიცხვა-ავტორი Electr. J. Nielsen | Ecofleet

დროის დოკუმენტურად აღრიცხვა-ავტორი Electr. J. Nielsen

საჭიროება

"ჩვენი სურვილი იყო აღგვერიცხა მომხმარებელზე დახარჯული ყოველი საათი, რადგან არის შემთხვევა, როდესაც გვყავს მომხმარებელი, რომელიც ბოლომდე ვერ ერკვევა რატომ არის წარმოდგენილი ანგარიში ნახევარ საათზე ან ერთ საათზე,რადგან როგორც ამბობენ ხოლმე : „ის აქ მხოლოდ ერთი წუთით იყო“.  ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ ამ ინსტრუმენტით რომელიც აღრიცხავს ყოველ დახარჯულ წამს, როგორც გარბენის აღრიცხვის ფურცელის ასევე ჩვენი  ავტოპარკის  მართვის ახალი სისტემის კუთხით."

შედეგები

„ჩვენი ავტოპარკის მართვის სისტემის შედეგი ისეთი აღმოჩნდა როგორსაც ველოდით.  მომხმარებლები  ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იხდიან თანხას, რადგან მათ მიეწოდებათ უზუსტესი ინფორმაცია თუ როდის, სად, რა სამუშაო შესრულდა. კიდევ ერთი სარგებელი  არის დეტალური მიმოხილვის შესაძლებლობა, თუ სად არიან ტექნიკოსები განთავსებულები, ასე რომ ძალიან ადვილია იპოვო უახლოესი ტექნიკოსი სამუშაოზე გასაგზავნად“.

განხორციელება

„თავიდან გამიძნელდა სისტემასთან მუშაობა, რადგან ის ახალ მარშრუტებს მაჩვენებდა თუკი მანქანა შუქნიშანზე გაჩერდებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ეს პარამეტრებში დაშვებული მცირე ხარვეზის ბრალი იყო  და Ecofleet-ის ტექნიკური ჯგუფის დახმარებით ძალიან მარტივად გასწორდა“

უპირატესობა

  • გაწვდით დროის ხარჯვის საიმედო დოკუმენტაციას;
  • აუმჯობესებს მომსახურებას და დოკუმენტაციას მომხმარებლისთვის;
  • მარტივად ადევნებთ ავტომანქანებს თვალყურს;
  • უფრო სწრაფია დავალებაზე რეაგირება;
  • ზოგავს ადმინისტრაციის და თანამშრომლების დროს;
  • საგადასახადო უწყებას აწვდის სარწმუნო დოკუმენტაციას

"ჩვენი განვლილი მანძილის მოცულობა  შემცირდა და სისტემა ეხმარება ჩვენს ადმინისტრაციას. და რაც მთავარია- მომხმარებლები არიან კმაყოფილები. Ecofleet-ი შესანიშნავი ინსტრუმენტია ჩვენი ბიზნესის  ყოველდღიური ოპერაციების განხორციელებაში“ 

- J. Nielsen, ავტორი Electr. J. Nielsen

დაინტერესდით Ecofleet-ით?