გაყიდვები | Ecofleet

გაყიდვები

საგზო სამუშაოების გამარტივებული პროცესი

საგონებელში ჩაგაგდოთ თანამშრომლებისთვის

 დავალებების განაწილებამ, და ნამდვილად შესაფერისი კადრი აიყვანეთ? 

ეს ჩვეულებრივ გულისხმობს უამრავ სატელეფონო ზარს ოფისსა და გზებზე მომუშავე თანამშრომლებს შორის და შედეგად უამრავ განვლილ კილომეტრს ვიღებთ.

დააღწიეთ თავი პრობლემებს და Ecofleet-ის ავტოპარკის სამართავი სისტემის საშუალებით  სწრაფად და ადვილად ადევნეთ თვალყური პროცესს.

დავალებების განაწილება ოფისში.

თანამშრომლების თვალყურის დევნება შესაძლებელია რუქაზე სადაც ყველა დავალება იქნება აღრიცხული, გაწერილი და შესაბამისად გაეცნობა თანამშრომელს. ამგვარად ოფისს  ყველა დავალების და თანამშრომლის შესახებ განახლებული ინფორმაცია აქვს.

ოფისმა შესაძლოა აწარმოოს შესავსები ფორმა ხარისხის კონტროლთან ან რაიმე მსგავსთან დაკავშირებით, რომელსაც ავსებს თანამშრომელი ან გამოიანგარიშოს ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი დღიური დავალებების შესასრულებლად ისე, რომ დაზოგოს მგზავრობის დრო, კილომეტრაჟი და თანამშრომლის რესურსი.

დავალებების მართვა გზებზე.

თანამშრომლებს საკუთარი დავალებებისა და კოლეგების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მობილურ ტელეფონებში აქვთ. ასე რომ, შესაძლებელია ოპტიმალური მარშრუტის შედგენა და  დროისა და მანძილის დათვლა ობიექტამდე.

ასევე შესაძლებელია ოფისის ფორმის შევსება, ფოტოების და /ან ხელმოწერის მიმაგრება მანამდე სანამ დავალება შესრულდება.

სარგებელი/უპირატესობა

  • ზოგავთ დრო სამუშაოს განაწილებაში;
  • ზოგავთ საწვავს;
  • ზოგავთ თანხას მობილურზე;
  • ამცირებთ სამუშაოზე რეაგირების დროს;
  • თვალყურ ადევნებთ სამუშაოს  და თანამშრომლებს;
  • დოკუმენტურად აღრიცხავთ დახარჯული დროის ფასს და მომხმარებლებზე მიყიდულ საქონელს;
  • ყველა დოკუმენტი შეგყავთ ერთ სისტემაში;
  • თავიდან ირიდებთ ცალკე GPS-ის მოწყობილობის ყიდვას;
  • შეგიძლიათ დააინსტალიროთ PC, Mac, Androidდა iOS ტაბლეტებზე და სმარტფონებზე.

სასარგებლო მოდულები

Vertical Tabs

Vertical Tabs

რუკა

რუკა

თქვენი სატრანსპორტო საშუალების რეალური დროის და წარსული აქტივობების მონიტორინგი

უახლესი ინფორმაცია თქვენი ავტოპარკის შესახებ

რუქის მოდულში შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა, ნებისმიერ დროს, სიჩქარის და მოგზაურობის მიმართულების კონტროლი

ავტოპარკის გადაადგილება რუკაზე

ღილაკზე მხოლოდ ერთი დაჭერით, შესაძლებელია რეალურ დროში მოძრავი მანქანის მარშრუტის გამოსახვა, ხოლო წარსული მარშრუტების გამოსახვისათვის საკმარისია მხოლოდ ძველი რიცხვის არჩევა მენიუში. უკეთესი თვალსაჩინოებისათვის საწყისი, საბოლოო და მათ შორის გაჩერების მონაკვეთები, გამოსახულია განსხვავებული ფერით.

მარშრუტების პროექცია

დიაგრამა ინტეგრირებული წამკითხველით, საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სატრანსპორტო საშუალების სიჩქარე, დაქოქვის მომენტი და საწვავის რაოდენობა. ხოლო თუ მანქანაზე დამონტაჟებულია დამატებითი მოწყობილობა როგორიცაა სპეც სიგნალები ან "მაძებარი ფარები" მათი სტატუსის ჩვენებაც იქნება შესაძლებელი.

მისამართის ძიება

მისამართის ძიების ფუნქცია საშუალებას იძლევა საკმაოდ დეტალური ძიებისა. ღილაკის ერთი შეხებით რუქაზე შესაძლებელია მისამართების გამოსახვა.

მარშრუტების დაგეგმვა და მანძილის გამოთვლა

ხშირად დგება მარშრუტის დაგეგმვის ან დანიშნულების პუნქტამდე მანძილის დადგენის საჭიროება. შეიქმნა სპეციალური ფუნქცია, რომელიც ზომავს მანძილს მარშრუტის სხვადასხვა გაჩერებებს შორის.

უმაღლესი ხარისხის რუქები

Ecofleet გთავაზობთ ინტერნეტის ბაზაზე დაფუძნებული კარტოგრაფიის სერვისების ფართო არჩევანს - მუდმივად და სწრაფად განახლებადი რუქებს, OpenStreetMaps და Google Maps რუქები.

მიმოსვლა და ჟურნალი

მიმოსვლა და ჟურნალი

სატრანსპორტო საშუალების აქტივობების ზუსტი აღწერა და ლოგების ჟურნალის ავტომატურ რეჟიმში შევსება

მარშრუტის დეტალური და ზუსტი აღწერა

მანქანის გადაადგილების დროს Ecofleet ახდენს ადგილმდებარეობის და ძრავის მუშაობის მონიტორინგს, აგენერირებს რა გადაადგილების მთლიან სტატისტიკას, მისი დასრულებიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ. სტატისტიკა მოიცავს გადაადგილების დაწყების და დასრულების მისამართებს, განვლილ მანძილს, გადაადგილების და გაჩერების დროს, მაქსიმალურ და საშუალო სიჩქარეს. ასეთი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში არ არის რთული ინფორმაციის შეტანა ჟურნალში, კომერციული თუ პირადი გადაადგილების სტატუსის მიკუთნება, მძღოლის სახელის და სხვა ინფორმაციის მითითება.

გადაადგილების ჟურნალი ივსება ავტომატურ რეჟიმში

მარშრუტების ჟურნალის შევსებამ ფურცელზე შესაძლებელია მოითხოვოს დიდი დრო და ხშირად გამოიწვიოს გაუგებრობაც კი, იმ შემთხვევაში თუ მარშრუტის განხორციელებიდან საკმაო დროა გასული. Ecofleet ოდომოტრის მონაცემებს იღებს ნებისმიერ დროს, ხოლო სხვა დანარჩენი მონაცემების დათვლა ხდება წამის მეათედებში. მცირედი კონფიგურაციის შემდეგ, მარშრუტების ჯურნალი იქცევა სრულიად ავტომატურად და საკმარისად ბიზნესისთვის, ხოლო დათვლები ხორციელდება ანდ სამუშაო და დასვენების დროიდან გამომდინარე ანდა გამგზავრების და დანიშნულების ადგილზე დაყრდნობით.

შეტყობინება ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით

Ecofleet ასევე შეგატყობინებთ მანქანისს გეგმიური ტექნიკური შემოწმების დროს - უბრალოდ შეიყვანეთ ოდომეტრის ან მარშრუტის სამუშაო საათების ჯამური მონაცემები და Ecofleet ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგიგზავნით შეხსენებას ტექნიკური დათვალიერების ჩატარების შესახებ.

ანგარიშები

ანგარიშები

დანახარჯების ეფექტური მართვა

რეალური დანახარჯების დანახვა

განვლილი მანძილის, დახარჯული საწვავის, მოძრაობის და დგომის შესახებ ინფორმაციის გაგება შესაძლებელია ღილაკის ერთი შეხებით. Ecofleet-ს ანგარიშები ძალიან მარტივი შესადარებელია და საშუალებას იძლება გამოვლენილ იქნეს ნებისმიერი გადახრა მანქანის ექსპლუატაციის დროს. ყველა ანგარიშის ნახვა შესაძლებელია Ecofleet-ს პროგრამაში, ასევე მისი ექსპორტი შეიძლება PDF და Excel-ის ფორმატში.

ადგილმდებარეობაზე დაფუძნებული რეპორტინგი

Ecofleet-ის კიდევ ერთ მნიშვნელოვან უპირატესობას მისამართების შესახებ ინფორმაციის ინტელექტუალურად გამოყენების შესაძლებლობა წარმაოდგენს. მდებარეობაზე დაფუძნებული რამოდენიმე ანგარიშის შედეგად, შესაძებელია დაადგინო მანქანის: მდებარეობა, განვლილი მანძილი და გატარებული დრო სხვადასხვა ადგილებში - კლიენის ტერტორიაზე, მძღოლის სახლში, თუ სხვა. ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილია გამეორებული მარშრუტის სქემების და გადახრების გამოვლენა, რომლებიც არ შეიცვლებოდა ნორმალურ პირობებში.

ყოველ დილით განახლებადი ანგარიშები

ანგარიშების მოდულის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვივს წარმოადგენს - უახლესი ანგარიშების რეგულარულად გაგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. უკვე არ არის საჭირო Ecofleet-ს პროგრამული უზრუნველყოფის ყოველდღე დათვალიერება, რადგან თქვენ შეგიძლიათ ყოველ დილით იხილოთ საფოსტო ყუთში ანგარიშები თქვენს მიერ არჩეულ პერიოდებთან დაკავშირებით.

სხვა საინფორმაციო სისტემებთან ინტეგრაცია

Ecofleet-ის ანგარიშების მოდულის დდაკავშირება შესაძლებელია სხვა საინფორმაციო სისტემებზე. თუ თქვენს კომპანიაში მოიძებნება კვალიფიციური აიტი სპეცილისტი, მაშინ პროგრამული გადაწყვეტილების შექმნის შედეგად შესაძლებელია ავტომატურ რეჟიმში ანგარიშებიდან ინგფორმაციის გადატანა თქვენს საინფორმაციო სისტემაში

კიდევ არ არის შესაძლებელი საჭირო პასუხის პოვნა?

ჩვენ შევამჩნიეთ, რომ განვითარებული საინფორმაციო სისტემაბსაც კი არ შეუძლიათ დააკმაყოფილოს კლიენის მოთხოვნები. ამიტომ ჩვენ განვსაზღვრეთ ახალი ფუნქციების სწრაფი დამატების შესაძლებლობა ჩვენს საინფორმაციო სისტემაში, ამგვარად დაუტოვეთ ჩვენს კლიენტებს სისტემის მათზე მორგების საშუალება.

მოვლენები

მოვლენები

დაზოგეთ დრო და გააკეთეთ კონცენტრაცია მნიშვნელოვანზე

თვალყური ადევნეთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს

ვიღაცამ გადააჭარბა სიჩქარეს? მივა სატრანსპორტო საშუალება დანიშნულ ადგილას დანიშნულ დროში? მოვლენების მოდული ზუსტად და სწრაფად უპასუხებს ამ კითხვებზე. გეძლევათ საშუალება უმაღლესი სიზუსტით აკონტოროლოთ სატრანსპორტო საშუალების თქვენთვის მნიშვნელოვანი პარამეტრები. Ecofleet შეუძლია უნფორმაციის ფილტრაციის შედეგან დააგენერირებს მარტივ ჩამონათვალს, რომელიც სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ფუნქცია Geofence

მენეჯერების ერთ-ერთ ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს, სამუშაო საზვრებს გასული სატრანსპორტო საშუალების მონიტორინგის საშუალება. ფუნქცია Geofence რუქაზე Ecofleet-ს პროგრამაში, ტერიტორიის მონიშვნის და წესების დადგენის საშუალებას იძლევა, რომლის თანახმადაც მოვლენების მოდული მუშაობს განგაშის სიგნალი ყოველ ჯერზე, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ტოვებს მონიშნული ტერიტორიის საზღვრებს.

გაიგეთ სიახლეები პირველებმა

პროგრამის შეგნით Ecofleet შეგატყობინებთ თქვენთვის ნებისმიერ საინტერესო ინფორმაციას, როგორც ელექტრონული ფოსტის ასევე SMS-ის მეშვეობით (თუ თქვენ კომპიტერთან არ იმყოფებით) მოვლენიდან რამოდენიმე წამში, თქვენ გამოგეგზავნებათ შეტყობინება ხმოვანი სიგნალით. ნებისმიერი აიტი სპეციალისტისთვის იქნება შესაძლებელი მოვლენების მოდულის მიერთება, კომპანიის საინფორმაციო სისტემასთან.

მოსახურება

მოსახურება

რატომ აკეთებ ყველაფერს შენით? SeeMe დახმარება!

მანქანის დროული მომსახურება

 

მარტივად შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ ყველა ჩანაწერი მანქანის მომსახურების პროცედურების შესახებ; იცოდე თუ როდის არის პროცედურის ჩატარება საჭირო.; და აკონტროლე სრული მომსახურების პროცესი სისტემატიურად და გამჭირვალედ.

რესურსების მიმოხილვა კიდევ შესაძლებელია

შეხსენების მოდულით შესაძლებელია მანქანის მომსახურებამდე დარჩენილი კილომეტრაჟის და დღეების დადგენა. ყოველი პროცედურა იქნება ჩაწერილი და მომავალში შესაძლებელი იქნება მათი სწრაფი ნახვა - რა და როგორ იქნა გაკეთებული წარსულში.

ყველა დანახარჯის ნათელი მიმოხილვა

დანახარჯების მოდული გაჩვენებთ რეალურ დახარჯს ტექნიკურ ინსპექტირებაზე, შეკეთებებზე და უამრავ სხვა სერვისებზე და ფართომოხმარების საგნებზე - დაადგენთ მანქანის მოხმარების რეალურ დანახარჯს. ამავე დროს შეძლებთ დანახარჯების რეპორტინგის, დანახარჯების შედარებას და ჩეკების მიხედვით მის გადამოწმებას, ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით სწრაფად და ეფექტურად.

დათვალეთ საწვავის ხარჯი საწვავის სენსორის გარეშე

SeeMe -ს სისტემა ყველა დანახარჯს და ასევე ჩეკეზე დაფიქსირებული საწვავის ხარჯს ასახავს, დამატებითჳ მოწყობილობის გარეშე, საშუალება გეძლევათ მანქანის საწვავის ხარჯის სწრაფი და შედარებითი ანალიზისა.

Ecofleet-ი მობილურში

Ecofleet-ი მობილურში

ვის შეუძლია სარგებლის მიღება Ecofleet-სგან

Ecofleet-ს მობილური გადაწყვეტა საინტერესოა თუ თქვენი კომპანიის საქმიანობის დიდი ნაწილი ხორციელდება შენობის გარეთ და თუ გესაჭიროებათ თქვენი თანამშრომლების ადგილმდებარეობის კონტროლი და მათი ჩატარებული სამუშაოს სტატუსის მონიტორინგი.

გამოყენე სამუშოა დრო ეფექტურად

შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ თანამშრომლებს ყოველთვის ექნებათ განახლებული სამუშაოს სტატუსი.; შეგიძლიათ მიანიჭოთ ახალი დავალებები და რეალურ დროში მიიღოთ შეტყობინებები პრობლემიბის და წარმტებების შესახებ.

დაზოგე ფული და ბუნება

Ecofleet-ი მობილურში გადაწყვეტილება შეამცირების კომუნიკაციის ხარჯს - ოფისსა და თანამშრომელს შორის ინფორმაცია გაიცვლება ციფრულად, სხვისი შეწუხების გარეშე. შემცირდება სატელეფონო საუბრები და შესაბამისი გადასახადები. თანამშრომლებს აღარ დასჭირდებათ მოგზაურობის ჟურნალების ან სხვა აქტივობების შევსება ფურცელზე, რადგან ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალიზებულად.

გაზარდე სამუშოა პროცესების გამჭირვალეობა

Ecofleet-ი მობილურში საშუალებას აძლევს თითოეულ თანამშრომელს აკონტროლოს და მართოს მათი დავალების სტატუსი (შესასრულებელი/მიმდინარე/შესრულებული) და გააგზავნოს შესაბამისი ანგარიში ოფისში. სპეციფიკური ანგარიშის ფუნქცია სისტემას დაემატება 2012 წლის დეკემბერში, რომელიც საშულებას მისცემს მომხმარებლებს შეამოწმონ თანამშრომლების პროდუქტიულობა და ეფექტურობა.

შეკვეთა

შეკვეთა

ვის ექნება სარგებელი Ecoflee-ის შეკვეთით

დიდი მოცულობის მსუბუქი ავტომანქანების ავტოპარკებს  ერთიდაიგივე პრობლემები აქვთ: მანქანების დიდი რაოდენობა, მაგრამ ყოველი მანქანის მცირე დატვირთვა. კარგი გამოსავალი ავტომანქანების რაციონალურად გამოყენება იქნებოდა,  მაგრამ როგორ ვიყოთ უფრო ეფექტურები? Ecofleet-ის შეკვეთის მოდულით შესაძლებელია კომპანიის მანქანების რაც შეიძლება რაციონალურად გამოყენება მათი რაოდენობის შემცირებით და  სამუშაო დატვირთვის დანარჩენებზე მაქსიმალურად გადანაწილებით.

ეს დაგიზოგავთ დროსაც და ფულსაც

Ecofleet-ის შეკვეთის მოდული განსხვავდება სხვა
 მსგავასი სისტემებისგან იმით, რომ მომხმარებელი სისტემაში აფიქსირებს მის საჭიროებებს ხოლო ავტომანქანა შეირჩევა მისი მოთხოვნების შესაბამისად. ეს თავიდან აგაცილებთ სიტუაციას, როდესაც რამდენიმე მანქანა ხდება უფრო პოპულარული  და მათზე გამუდმებით შეკვეთებია, ხოლო სხვები გამოუყენებელი რჩება. სისტემა უზრუნველყოფს თითოეული მანქანის ეფექტურ დატვირთვას და გამოყენებას.

ეფექტურობა ყველა დეტალში

სისტემა-და არა მომხმარებელი- ირჩევს
 ავტომანქანას, ამიტომ შეგიძლიათ შეამციროთ მანქანების რაოდენობა, ხოლო დარჩენილი კი მაქსიმალურად გამოიყენოთ. შეკვეთის სისტემა წინასწარ ავსებს სამგზავრო ჟურნალს, ამატებს ორგანიზაციის მახასიათებლებს შეკვეთას, მართავს შეკვეთასთან დაკავშირებულ მარშრუტებს და გთავაზობთ გამოყენების ანალიზს.

დაინტერესდით Ecofleet-ით?