JJ Plumbing -საწვავის ხარჯი 12%-ით შემცირდა | Ecofleet

JJ Plumbing -საწვავის ხარჯი 12%-ით შემცირდა

საჭიროება

„გვინდოდა გვეპოვნა ტექნიკოსების სწრაფად და ადვილად განაწილების გზა. ადრე  5-6 ტექნიკოსის ერთდროულად გამოძახება გვიწევდა სანამ  საჭირო კადრს ვიპოვნიდით. ახლა ზუსტად ვიცით სად არიან, სცალიათ თუ არა და რამდენი ხანი უწევთ ერთ ადგილზე გაჩერება. განსაკუთრებით კი SMS-ის სერვისი გვეხმარება, წარმოუდგენლად დამხმარეა კომპიუტერიდან პირდაპირ მძღოლის მობილურზე მესიჯის გაგზავნა.“ 

განხოციელება

"როდესაც გამოვაცხადეთ რომ კომპანიის მანქანებზე GPS-ის დაყენებას ვაპირებდით, ძალიან დიდ წინააღმდეგობას წავაწყდით. თანამშრომლებს შორის გაჩნდა შიში იმის თაობაზე, თუ როგორ ვაპირებდით მგზავრობის ისტორიის ანალიზს, მოლოდინი იყო რომ საყვედურს გამოვუცხადებდით ხანგრძლივი შესვენებების  ან სამუშაო დღის გვიან დაწყების გამო და ა.შ. გადავწყვიტეთ GPS გამოგვეყენებინა არა როგორც სათვალთვალო ინსტრუმენტი, არამედ უბრალოდ განგვესაზღვრა ავტომანქანების ადგილმდებარეობა, დოკუმენტურად აღრიცხულიყო მომხმარებელთან დახარჯული დრო თუ საკამათო სიტუაცია შეიქმნებოდა. რამდენიმე კვირაც არ იყო გასული GPS-ის დაყენებიდან რაც ყველა წუხილი გაქრა.“

შედეგი

"მას შემდეგ რაც GPS-ი დავაყენეთ, საწვავის ხარჯი 10-12%-ით შეგვიმცირდა. მიზეზი  ის არის, რომ  გავაუქმეთ აქეთ-იქეთ უსარგებლო „სიარული“და ამით შევიმუშავეთ მგზავრობის უფრო ხელსაყრელი ფორმა. მაშინ როდესაც გვყავს 50-ზე მეტი მანქანა, დანაზოგი საკმაოდ შესამჩნევია, აგრეთვე არსებითად შემცირდა CO2-ის გამოყოფა ჰაერში. რეაგირების დრო სწრაფი გახდა და მაგალითად, გამსკდარი მილის შემთხვევაში წყლის გაჟონვის დროს  თანმდევი ზარალი  გაცილებით დაბალია“

უპირატესობა

  • საწვავის და მანქანის შეკეთების შემცირებული ხარჯები;
  • უზრუნველყოფს გარემოსთვის უსაფრთხო და ეკონომიკური თვალსაზრისით ეფექტურ მგზავრობას;
  • საშუალებას გვაძლევს დროული რეაგირება მოვახდინოთ სამუშაოზე;
  • უზრუნველყოფს ავტომანქანების დათვალიერებას;
  • გვაწვდის მომხმარებლების ვიზიტის სარწმუნო დოკუმენტაციას;

"აღსანიშნავია Ecofleet-ის გუნდის საოცარი პროფესიონალიზმი პირველივე დღიდან -თითოეული თანამშრომელი გულმოდგინედ ასრულებს თავის სამუშაოს. ვთვლი, რომ Ecofleet-ი საიმედო პარტნიორია GPS-ის კუთხით

- Anders Berg, John Jensen Plumbing

დაინტერესდით Ecofleet-ით?