KPI - Optimization | Ecofleet

KPI - Optimization

KPI - Optimization

დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი მონაცემები არსებობს, მაგრამ თქვენს ბიზნესში მონაცემებით სარგებლობისას მთავარი მისი ვრცელი რაოდენობა კი არ არის, არამედ სწრაფი ანალიზი და კომპაქტური პრეზენტაცია. აი რატომ აქვს Ecofleet-ს KPI მოდული. KPI ანუ სამუშაოს შესრულების ძირითადი მაჩვენებელი გამოიყენება ბიზნესში იმ ფაქტორების შესაფასებლად რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ორგანიზაციის წარმატებაში. 

როგორ მუშაობს?

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ზომები თქვენს ავტო პარკთან დაკავშირებით (KPI-ის რაოდენობა არ არის შეზღუდული). თქვენი ავტოპარკისთვის KPI შეიძლება იყოს:

  • სატვირთოებმა უნდა დაფარონ სულ ცოტა 10000 კმ თვეში;
  • საწვავის საშუალო ხარჯი უნდა იყოს 100კმ-ზე 7 ლიტრზე ნაკლები;
  • საერთო კომპანიის ავტომანქანამ არ უნდა გაიაროს კვირაში 1000 კმ-ზე მეტი:
  • სიჩქარის  მკვეთრი ზრდის შემთხვევა უნდა იყოს  15-ზე ნაკლები ყოველ 100კმ-ზე;
  • მანქანის უმუშევრად დგომა კვირაში უნდა იყოს 1 სთ-ზე ნაკლები;

Ecofleet-ი დაგეხმარებათ რა მაჩვენებელიც არ უნდა მიუთითოთ თქვენს ავტო პარკთან დაკავშირებით.  აყენებთ KPI-ს და მაშინვე იღებთ სრულ ინფორმაციას ყველა მაჩვენებელზე- ყოველი KPI-ი აღნიშნულია ფერადი კოდით, მწვანე ფერი აღნიშნავს კარგ შედეგს, წითელი ნიშნავს ცუდს;

Ecofleet-ის  KPI მოდულით მნიშვნელოვან მაჩვენებლებს  წამებში ისე დაათვალიერებთ, რომ არ მოგიწევთ მონაცემების ზღვაში ინფორმაციაში ძებნა.

 

თუ  მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ განავრცოთ თითოეული  KPI.