Ecofleet Mobile | Ecofleet

პაკეტები

Ecofleet Air-ი ავტომანქანების თვალყურის დევნებისა და სამგზავრო ჟურნალის შესავსებად მარტივი და მსუბუქი GPS-ის მოწყობილობაა.

Ecofleet Pro თანამედროვე, მოდულარული, ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და GPS-ით აღჭურვილი სამეთვალყურეო და ავტოპარკის სამართავი სისტემაა - ირჩევთ და იხდით მხოლოდ იმ მოდულის საფასურს, რომელიც გჭირდებათ.

კომუნიკაციის იდეალური საშუალება მუშაობის პროცესში  ოფისსა და მობილური თანამშრომლებს შორის: კომპიუტერიდან აგზავნით დავალებებს პირდაპირ თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე და იღებთ სამუშაოს შესრულების პროცესის რეალურ სურათს.

Ecofleet Mobile

კომუნიკაციის იდეალური საშუალება მუშაობის პროცესში  ოფისსა და მობილური თანამშრომლებს შორის: კომპიუტერიდან აგზავნით დავალებებს პირდაპირ თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე და იღებთ სამუშაოს შესრულების პროცესის რეალურ სურათს ანგარიშებით, ხელმოწერებით და ფოტოებით პირდაპირ თქვენს CRM.

დავალებების მართვა ოფისში

ყველა თანამშრომლის მოძებნა შესაძლებელია რუკაზე, ისევე როგორც სამუშაოების აღრიცხვა და მათი თანამშრომლებისათვის დავალება. შესაბამისად, თანამშრომელიც იქნება  ინფორმირებული. ოფისს გააჩნია განახლებული ინფორმაცია ყველა დავალებისა და თანამშრომლის შესახებ.

ოფისს ასევე შეუძლია შეიმუშაოს ფორმები, რომლებსაც  თანამშრომლები ხარისხის გასაკონტროლებლად (ან რაიმე მსგავსი) ავსებენ, ან განსაზღვროს ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი დღიური ამოცანების შესასრულებლად, რათა შემცირდეს მგზავრობის მანძილი და თანამშრომელს დაეზოგოს დრო.

დავალებების მართვა გზაზე

თანამშრომლებს შეუძლიათ დაათვალიერონ საკუთარი დავალებები და კოლეგების ადგილმდებარეობა თავიანთი სმარტფონების მეშვეობით. შესაძლებელია  ოპტიმალური მარშრუტის განსაზღვრა და ადგილამდე მისასვლელად საჭირო დროის და მანძილის გამოთვლა.
ასევე შესაძლებელია  ოფისის მიერ შექმნილი ფორმის შევსება, ფოტოების მიმაგრება და/ან ხელმოწერა დავლებაზე სანამ ის შესრულდება.

აპლიკაციის ლინკები 

Ecofleet-ის მობილური აპლიკაცია App Store-ში
Ecofleet-ის მობილური აპლიკაცია Google Play-ში.

დაინტერესდით Ecofleet-ით?