Ecofleet Pro | Ecofleet

პაკეტები

Ecofleet Air-ი ავტომანქანების თვალყურის დევნებისა და სამგზავრო ჟურნალის შესავსებად მარტივი და მსუბუქი GPS-ის მოწყობილობაა.

Ecofleet Pro თანამედროვე, მოდულარული, ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და GPS-ით აღჭურვილი სამეთვალყურეო და ავტოპარკის სამართავი სისტემაა - ირჩევთ და იხდით მხოლოდ იმ მოდულის საფასურს, რომელიც გჭირდებათ.

კომუნიკაციის იდეალური საშუალება მუშაობის პროცესში  ოფისსა და მობილური თანამშრომლებს შორის: კომპიუტერიდან აგზავნით დავალებებს პირდაპირ თანამშრომლის მობილურ ტელეფონზე და იღებთ სამუშაოს შესრულების პროცესის რეალურ სურათს.

Ecofleet Pro

Ecofleet Pro თანამედროვე, მოდულარული, ინტერნეტ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული და GPS-ით აღჭურვილი სამეთვალყურეო და ავტოპარკის სამართავი სისტემაა, რომელიც არ მოითხოვს დამატებით რაიმე პროგრამის დაყენებას თქვენს კომპიუტერში;

Ecofleet Pro მოდულარული მეთოდია- ყველა ძირითადი ფუნქციური შესაძლებლობის ჩართვა/გამორთვა ინდივიდუალურადაა შესაძლებელი მომხმარებლის სურვილისამებრ, ბიზნესის სფეროს ან საჭირო მომსახურების გათვალისწინებით.

 

Ecofleet Pro-ს სტანდარტული მოდულები

  • რუკა- გაქვთ სხვადასხვა ტიპის რუკები (Google regular, სატელიტური, hybri, OpenStreetMap, გზები, და ა.შ.), ამგვარად იღებთ თქვენთვის საჭირო ხედს.
  • მგზავრობა და ჟურნალი- შესაძლებელია მგზავრობის აღმრიცხველი ჟურნალის  ავტომატურად შევსება, უბრალოდ მიუთითეთ პარამეტრები (მაგ: ყოველი მგზავრობა სამუშაო დღეებში დილის 9სთ-დან 17 სთ-მდე არის მივლინება). თანამშრომლებს შეუძლიათ რედაქტირება გაუკეთონ ჩანაწერს ან შეავსონ სამგზავრო ჟურნალი.
  • ანგარიშები- ავტომატური და მომხმარებლის სურვილზე მორგებული ანგარიშები თქვენს მეილზე, სისტემური მიმოხილვა და სტატისტიკა ყოველთვის ხელმისაწვდომია როდესაც გჭირდებათ.
  • მოვლენები- Ecofleet-ი განცხადების და ასევე ელ. ფოსტის ან სმს-ის მეშვეობით გატყობინებთ ნებისმიერი იმ მოვლენის შესახებ, რომელიც გაინტერესებთ. 

Ecofleet-ს გააჩნია მოდულების ფართო მრავალფეროვნება ზუსტად რომ მოერგოს თქვენს მოთხოვნებს. როგორც იდეალურად მორგებული პიჯაკი, ოღონდ გაცილებით იაფად. ყველა მოდულის ნახვა შეგიძლიათ ქვემოთ.

Ecofleet has a wide variety of modules to perfectly fit your needs. Just like a tailor-made suit, only much cheaper. Check out all the modules below.

 

 

Vertical Tabs

Vertical Tabs

შეტყობინებები

შეტყობინებები

თქვენი ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება

ზედმეტი ხარჯის გარეშე დაამყარეთ კონტაქტი მძღოლთან

არასდროს დაფიქრებულხართ თუ რამდენ ფულს ხარჯავთ სატელეფონო საუბრებზე და შეკითხვებზე "დაასრულეთ შეკვეთის შესრულება?" ან შეტყობინებით "ნარვა წარმოადგენს თქვენი შემდგომი დანიშნულების პუნქტს ?" თვენი თანამშრომლების ყოველთვიურისატელეფონო დანახარჯებიც არ არის სასიხარულო. Ecofleet-ს მეშვეობით თქვენ ამის შეჩერება შეგიძლიათ - იყოთ რა თქვენს მძღოლებთან პირდაპირ კავშირზე - თუ თქვენს სატრანსპორტო საშუალებაში Garmin™-ის ნავიგაციის მოწყობილებას დაამონტაჯებთ, თქვენი კომუნიკაციის ხარჯი შესაძლოა 10-ჯერ შემცირდეს. მძღოლისთვის ისევე როგორც ხელმძღვანელისათვის, შეტყობინების გაგზავნა ძალიან მარტივია.

დაეხმარეთ თქვენს მძღოლს გზაზე

შტყობინებების გაცვლის ფუნქციაზე დამატებით თქვენ ასევე შეძლებთ მისამართების მონაცემების გაგზავნას (ერთ მეტრის სიზუსტით) რომელიც მძღოლის ნავიგაციის მოწყობილობაზე გამოისახება, რითაც გადაწყვიტავთ შემაწუხებელი ქაღალდის რუქებისა და ნავიგაციის მოდულში მისამართის მონაცემების შეყვანის პრობლემას. მძღოლი უბრალოდ მიიღებს შეტყობინებას "თქვენი შემდეგი დავალების დანიშნულების პუნქტს წარმოადგენს" დააჭერს OK-ს და სანავიგაციო მოწყობილობა Garmin™ გამოსახავს მარშრუტს დანინმულების პუნქტამე მისასვლელად, რაც თქვენი დროის და ფულის დაზოგვას გამოიწვევს.

.... ან თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გააგზავნოთ ტქსტური შეტყობინება

თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ მძღოლს არ შეუძინოთ სანავიგაციო მოწყობილობა ან თქვენ გესაჭიროებათ სხვა სარეზერვო (სხვა) გეგმა, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გაუგზავნოთ SMS შეტყობინება Ecofleet-ს მეშვეობით იქნება ეს მიმწოდებელი, შეშფოთებული კლიენტი თუ მძღოლი.
 
 
მოსახურება

მოსახურება

რატომ აკეთებ ყველაფერს შენით? SeeMe დახმარება!

მანქანის დროული მომსახურება

 

მარტივად შეგიძლიათ შექმნათ და შეინახოთ ყველა ჩანაწერი მანქანის მომსახურების პროცედურების შესახებ; იცოდე თუ როდის არის პროცედურის ჩატარება საჭირო.; და აკონტროლე სრული მომსახურების პროცესი სისტემატიურად და გამჭირვალედ.

რესურსების მიმოხილვა კიდევ შესაძლებელია

შეხსენების მოდულით შესაძლებელია მანქანის მომსახურებამდე დარჩენილი კილომეტრაჟის და დღეების დადგენა. ყოველი პროცედურა იქნება ჩაწერილი და მომავალში შესაძლებელი იქნება მათი სწრაფი ნახვა - რა და როგორ იქნა გაკეთებული წარსულში.

ყველა დანახარჯის ნათელი მიმოხილვა

დანახარჯების მოდული გაჩვენებთ რეალურ დახარჯს ტექნიკურ ინსპექტირებაზე, შეკეთებებზე და უამრავ სხვა სერვისებზე და ფართომოხმარების საგნებზე - დაადგენთ მანქანის მოხმარების რეალურ დანახარჯს. ამავე დროს შეძლებთ დანახარჯების რეპორტინგის, დანახარჯების შედარებას და ჩეკების მიხედვით მის გადამოწმებას, ადგილმდებარეობაზე დაყრდნობით სწრაფად და ეფექტურად.

დათვალეთ საწვავის ხარჯი საწვავის სენსორის გარეშე

SeeMe -ს სისტემა ყველა დანახარჯს და ასევე ჩეკეზე დაფიქსირებული საწვავის ხარჯს ასახავს, დამატებითჳ მოწყობილობის გარეშე, საშუალება გეძლევათ მანქანის საწვავის ხარჯის სწრაფი და შედარებითი ანალიზისა.

Ecofleet-ი მობილურში

Ecofleet-ი მობილურში

ვის შეუძლია სარგებლის მიღება Ecofleet-სგან

Ecofleet-ს მობილური გადაწყვეტა საინტერესოა თუ თქვენი კომპანიის საქმიანობის დიდი ნაწილი ხორციელდება შენობის გარეთ და თუ გესაჭიროებათ თქვენი თანამშრომლების ადგილმდებარეობის კონტროლი და მათი ჩატარებული სამუშაოს სტატუსის მონიტორინგი.

გამოყენე სამუშოა დრო ეფექტურად

შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ თანამშრომლებს ყოველთვის ექნებათ განახლებული სამუშაოს სტატუსი.; შეგიძლიათ მიანიჭოთ ახალი დავალებები და რეალურ დროში მიიღოთ შეტყობინებები პრობლემიბის და წარმტებების შესახებ.

დაზოგე ფული და ბუნება

Ecofleet-ი მობილურში გადაწყვეტილება შეამცირების კომუნიკაციის ხარჯს - ოფისსა და თანამშრომელს შორის ინფორმაცია გაიცვლება ციფრულად, სხვისი შეწუხების გარეშე. შემცირდება სატელეფონო საუბრები და შესაბამისი გადასახადები. თანამშრომლებს აღარ დასჭირდებათ მოგზაურობის ჟურნალების ან სხვა აქტივობების შევსება ფურცელზე, რადგან ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ცენტრალიზებულად.

გაზარდე სამუშოა პროცესების გამჭირვალეობა

Ecofleet-ი მობილურში საშუალებას აძლევს თითოეულ თანამშრომელს აკონტროლოს და მართოს მათი დავალების სტატუსი (შესასრულებელი/მიმდინარე/შესრულებული) და გააგზავნოს შესაბამისი ანგარიში ოფისში. სპეციფიკური ანგარიშის ფუნქცია სისტემას დაემატება 2012 წლის დეკემბერში, რომელიც საშულებას მისცემს მომხმარებლებს შეამოწმონ თანამშრომლების პროდუქტიულობა და ეფექტურობა.

შეკვეთა

შეკვეთა

ვის ექნება სარგებელი Ecoflee-ის შეკვეთით

დიდი მოცულობის მსუბუქი ავტომანქანების ავტოპარკებს  ერთიდაიგივე პრობლემები აქვთ: მანქანების დიდი რაოდენობა, მაგრამ ყოველი მანქანის მცირე დატვირთვა. კარგი გამოსავალი ავტომანქანების რაციონალურად გამოყენება იქნებოდა,  მაგრამ როგორ ვიყოთ უფრო ეფექტურები? Ecofleet-ის შეკვეთის მოდულით შესაძლებელია კომპანიის მანქანების რაც შეიძლება რაციონალურად გამოყენება მათი რაოდენობის შემცირებით და  სამუშაო დატვირთვის დანარჩენებზე მაქსიმალურად გადანაწილებით.

ეს დაგიზოგავთ დროსაც და ფულსაც

Ecofleet-ის შეკვეთის მოდული განსხვავდება სხვა
 მსგავასი სისტემებისგან იმით, რომ მომხმარებელი სისტემაში აფიქსირებს მის საჭიროებებს ხოლო ავტომანქანა შეირჩევა მისი მოთხოვნების შესაბამისად. ეს თავიდან აგაცილებთ სიტუაციას, როდესაც რამდენიმე მანქანა ხდება უფრო პოპულარული  და მათზე გამუდმებით შეკვეთებია, ხოლო სხვები გამოუყენებელი რჩება. სისტემა უზრუნველყოფს თითოეული მანქანის ეფექტურ დატვირთვას და გამოყენებას.

ეფექტურობა ყველა დეტალში

სისტემა-და არა მომხმარებელი- ირჩევს
 ავტომანქანას, ამიტომ შეგიძლიათ შეამციროთ მანქანების რაოდენობა, ხოლო დარჩენილი კი მაქსიმალურად გამოიყენოთ. შეკვეთის სისტემა წინასწარ ავსებს სამგზავრო ჟურნალს, ამატებს ორგანიზაციის მახასიათებლებს შეკვეთას, მართავს შეკვეთასთან დაკავშირებულ მარშრუტებს და გთავაზობთ გამოყენების ანალიზს.

ტაქოგრაფი

ტაქოგრაფი

გსურთ პასუხი? გიპასუხებთ

ძირითადად რა შეკითხვები გაქვთ სატვირთო ავტოპარკთან დაკავშირებით? მგზავრობის რამდენი საათი დარჩა ჩემს მძღოლს? რა ხდება სატვირთოებსა და მძღოლების თავს მთელი მგზავრობის განმავლობაში? როგორ მივიღოთ ტაქოს მონაცემები ოფისში და როგორ შევუსაბამოთ ის კანონით გათვალისწინებულ წესებს?

Ecofleet -ის ტაქო მოდული დაგეხმარებათ

შეამოწმეთ თქვენი სატვირთო მანქანების ავტოპარკის ტაქოგრაფის მონაცემები როცა დაგჭირდებათ, თუნდაც მათგან ათასობით კილომეტრი გაშორებდეთ. მძღოლის საქმიანობა და ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ რეალურ დროში, მათ შორის: მომდევნო შესვენებამდე დარჩენილი დრო, დღევანდელი დარჩენილი მგზავრობის დრო, მომდევნო დღის შესვენების დრო, ამ კვირაში დარჩენილი მგზავრობის დრო, მომავალი კვირის დასვენება და ა.შ. ასევე შეგიძლიათ დაათვალიეროთ სინოპტიკური მონაცემები. Tacho მოდული ასევე ასახავს ყველა სახის დარღვევას (მაგ. ძალიან მოკლე დასვენების პერიოდი) თუკი ეს ხდება.

აუცილებელი მონაცემები როცა გჭირდებათ და სადაც გჭირდებათ

თქვენ აგრეთვე გჭირდებათ შეინახოთ ყველა მძღოლის ტაქოგრაფის მონაცემები ოფისში. Ecofleet-ის საშუალებით შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ტაქოგრაფის ფაილები, იმის მიუხედავად თუ სად არის ავტომანქანა ან რას აკეთებენ მძღოლები მოცემულ მომენტში. ყველაფერი მუშაობს უპრობლემოდ.

ტექნიკა/მოწყობილობა

ტექნიკა/მოწყობილობა

ქონების ადგილმდებარეობის მიმოხილვა

იმის შესაბამისად, თუ რისი მოძებნა გსურთ, მთელი თქვენი საკუთრების ადგილსამყოფელი შეგიძლიათ იხილოთ  რუქაზე, როგორც live ნავიგაციით ისე მითითებული ადგილმდებარეობით.  სხვა შემოთავაზებების სანახავად იხილეთ ქვემოთ

იხილეთ თითოეული თანამშრომლის მოწყობილობის ნუსხა

ყოველ ჯერზე როდესაც თანამშრომელს გადაეცემა რაიმე მოწყობილობა, ძალიან ადვილია მისი სისტემაში დარეგისტრირება შტრიხკოდის სკანირებით ან სისტემაში სწრაფი შესვლით. ეს მოწყობილობა ირიცხება თანამშრომლის სახელზე მანამ, სანამ იგი სხვა პირს არ გადაეცემა.

შესაძლებელია სისტემიდან ამოვიღოთ თითოეული თანამშრომლის მოწყობილობების ნუსხა. გარდა ამისა, სისტემა ავტომატურად უგზავნის შეტყობინებას თანამშრომლებს ვისაც მოწყობილობის დროულად ჩაბარება დაავიწყდათ ან შეტყობინება გეგზავნებათ თქვენ ან ადმინისტრატორს იგივე ინფორმაციით.

თვალყური ადევნეთ მომსახურების ხელშეკრულებებს

თუ თქვენი მოწყობილობებისთვის გაქვთ მომსახურების ხელშეკრულებები, სისტემა საშუალებას გაძლევთ შეინახოთ ისინი. სისტემა გაწვდით საჭირო ინფორმაციას ყველა არსებული მომსახურების ხელშეკრულებებზე და იღებთ შეტყობინებებს და ყოველთვიური ინვენტარიზაციის სიას ავტომატურ რეჟიმში.

3. გადაწყვეტილებები რომლებიც დამოკიდებულია ქონების მოცულობაზე და ღირებულებაზე

1. მარტივი მიმოხილვა დაბალ ფასად

შესანიშნავი გზა მიიღოთ ინფორმაცია ყველა მოწყობილობის შესახებ მათი ღირებულების მიუხედევად. როდესაც მოწყობილობა  თანამშრომლებს გადაეცემათ, ძალიან მარტივია მათი აღრიცხვა რადგან ხდება შტრიხკოდის სკანირება და ადგილმდებარეობის არჩევა სადაც ის უნდა გამოიყენონ. სისტემა ამის შემდეგ გაწვდით მთლიან ინფორმაციას თუ სად განთავსდა ყველა თქვენი მოწყობილობა, ვის გადაეცა და დარწმუნებული ხართ რომ თითოეულ სამუშაო ადგილს საჭირო მოწყობილობა გააჩნია.

2. განთავსების ავტომატური რეგისტრაცია

თუ ავტომატურ რეგისტრაციას აირჩევთ, მაგალითად, თუ გსურთ დარწმუნდეტ შერჩეული ადგილის სისწორეში, შეგიძლიათ აირჩიოთ Ecofleet's small RFID თეგის დაინსტალირება. ისინი აგზავნიან რადიო სიგნალებს რომელიც ფიქსირდება ავტომანქანიდან 200 მეტრის რადიუსით თუ მანქანას Ecofleet GPS მოწყობილობა უყენია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტრაილერებისთვის რომლებსაც GPS გააჩნიათ, რადგან ტვირთის მოხსნის შემთხვევაში ფიქსირდება დრო და ადგილი. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს მოწყობილობის განთავსების მაღალ სიზუსტეს რადგან მოწყობილობები უმეტესად კომპანიის მანქანებით გადააქვთ. თუ ავტომანქანა მიუწვდომელია,  სისტემა გაჩვენებთ ყველაზე ბოლოს დაფიქსირებულ მის ადგილმდებარეობას. ეს კი ნიშნავს, რომ  ნებისმიერი მოწყობილობა, რომელიც განთავსებულია თქვენს სამუშაო ადგილზე ან კომპანიის თუნდაც ერთ მანქანაზე ან თანამშრომლის საცხოვრებელ ადგილზე, ყველას მოძებნა შესაძლებელია.

3. ქურდობისგან დაცვა

თუ გსურთ თვალყური ადევნოთ ან დაიცვათ თქვენი აღჭურვილობა, ტრაილერები ან მანქანები ქურდობისგან, მაშინ გამოსავალი GPS-ია. Ecofleet-ს შეუძლია მოგაწოდოთ GPS-ის მოწყობილობა ფიქსირებული და  ფარული ინსტალაციით ავტომანქანაში ან როგორც უკაბელო მოწყობილობა შიდა ელემენტით.

KPI - Optimization

KPI - Optimization

დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი მონაცემები არსებობს, მაგრამ თქვენს ბიზნესში მონაცემებით სარგებლობისას მთავარი მისი ვრცელი რაოდენობა კი არ არის, არამედ სწრაფი ანალიზი და კომპაქტური პრეზენტაცია. აი რატომ აქვს Ecofleet-ს KPI მოდული. KPI ანუ სამუშაოს შესრულების ძირითადი მაჩვენებელი გამოიყენება ბიზნესში იმ ფაქტორების შესაფასებლად რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ორგანიზაციის წარმატებაში. 

როგორ მუშაობს?

პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ თქვენთვის მნიშვნელოვანი ზომები თქვენს ავტო პარკთან დაკავშირებით (KPI-ის რაოდენობა არ არის შეზღუდული). თქვენი ავტოპარკისთვის KPI შეიძლება იყოს:

  • სატვირთოებმა უნდა დაფარონ სულ ცოტა 10000 კმ თვეში;
  • საწვავის საშუალო ხარჯი უნდა იყოს 100კმ-ზე 7 ლიტრზე ნაკლები;
  • საერთო კომპანიის ავტომანქანამ არ უნდა გაიაროს კვირაში 1000 კმ-ზე მეტი:
  • სიჩქარის  მკვეთრი ზრდის შემთხვევა უნდა იყოს  15-ზე ნაკლები ყოველ 100კმ-ზე;
  • მანქანის უმუშევრად დგომა კვირაში უნდა იყოს 1 სთ-ზე ნაკლები;

Ecofleet-ი დაგეხმარებათ რა მაჩვენებელიც არ უნდა მიუთითოთ თქვენს ავტო პარკთან დაკავშირებით.  აყენებთ KPI-ს და მაშინვე იღებთ სრულ ინფორმაციას ყველა მაჩვენებელზე- ყოველი KPI-ი აღნიშნულია ფერადი კოდით, მწვანე ფერი აღნიშნავს კარგ შედეგს, წითელი ნიშნავს ცუდს;

Ecofleet-ის  KPI მოდულით მნიშვნელოვან მაჩვენებლებს  წამებში ისე დაათვალიერებთ, რომ არ მოგიწევთ მონაცემების ზღვაში ინფორმაციაში ძებნა.

 

თუ  მეტი ინფორმაცია გჭირდებათ, შეგიძლიათ განავრცოთ თითოეული  KPI.

6000+ happy customers in Europe.

"საწვავის ხარჯი შეგვიმცირდა 10-12%-ით მას შემდეგ, რაც GPS-ის მოწყობილობა დავაყენეთ. აღსანიშნავია Ecofleet-ის გუნდის საოცარი პროფესიონალიზმი პირველივე დღიდან -თითოეული თანამშრომელი გულმოდგინედ ასრულებს თავის სამუშაოს. ვთვლი, რომ Ecofleet-ი საიმედო პარტნიორია GPS-ის კუთხით."

Anders Berg
Purchasing manager, John Jensen Plumbing

"ჩვენი ბიზნესისთვის საკუთრი ავტომობილების მართვა და თვალყურის დევნება ძალიან მნიშვნელოვანია. Ecofleet-მა, როგორც მოქნილმა და საიმედო პარტნიორმა, შექმნა ისეთი მოწყობილობა, რომლის გამოყენებითაც შეგვიძლია მაქსიმალურად შევასრულოთ მომხმარებლის მოთხოვნები."

 

Reiko Tääker
Head of service, G4S
დაინტერესდით Ecofleet-ით?