RC Concrete -ავტომანქანების და დროის მიმოხილვა | Ecofleet

RC Concrete -ავტომანქანების და დროის მიმოხილვა

საჭიროება

"გვინდოდა შეგვექმნა მიმოხილვის უკეთესი სისტემა, რომელიც გვაჩვენებდა ჩვენი ავტომანქანების ადგილსამყოფელს მოცემულ დროში. დატვირთულ რეჟიმში გვყავს 20-25 მანქანა, რომლებიც მოძრაობენ გზებზე და ძალზედ რთული იყო მოგვეძებნა დეტალური ინფორმაცია თითოეულ მათგანზე. Ecofleet-მა ეს პრობლემა მოაგვარა და ახლა ყოველთვის ვიცით როდის დაბრუნდება თითოეული მანქანა რომ ახალ დავალებაზე გავგზავნოთ.

გარდა ამისა, ეს  შესანიშნავია საშუალებაა იმის გასაგებად, რამდენად მეტის გაკეთება შეიძლება ყოველ დღე, რადგან სწრაფად შეგიძლიათ გაარკვიოთ თუ როდის დაბრუნდა მანქანა და კიდევ რამდენი დავალების შესრულებას მოასწრებს.

ასე რომ, მთავარი მიზანი სიტუაციის მიმოხილვა იყო, თუმცა Ecofleet-ს მრავალი სხვა სასარგებლო ფუნქციაც გააჩნია“

შედეგი

"გარდა ზემოთ ხსენებულისა, Ecofleet-ით შეიძლება სხვაგვარადაც ვისარგებლოთ.  მაგალითად, ჩვენი გაყიდვების დეპარტამენტი ახლა მომხმარებელს აწვდის მათი საქონლის  ადგილზე მიტანის სავარაუდო დროს ისე, რომ მძღოლთან დარეკვა არ სჭირდება.  ადმინისტრაციასა და მძღოლებს შორის ზარების რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია, რადგან ინფორმაცია და ავტომანქანის ადგილსამყოფელი ეკრანზეა ნაჩვენები. აგრეთვე არსებობს ჩამონტაჟებული  SMS-ის სისტემა, რათა მძღოლს პირდაპირ სისტემიდან გაეგზავნოს ინდივიდუალური შეტყობინება, რაც კომუნიკაციას უფრო აადვილებს“.

განხორციელება

"განხორციელების პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა, რადგან პრობლემებს ყოველთვის ყურადღებით განვიხილავთ და ისინი სწრაფად და პროფესიონალურ დონზე გვარდება.“

უპირატესობა

  • გვაწვდის ავტომანქანების მიმოხილვის საშუალებას;
  • ამარტივებს ამოცანების დაგეგმვას;
  • აუმჯობესებს მომხმარებლების მომსახურებას;
  • ამარტივებს ადმინისტრაციასა და მძღოლებს შორის კომუნიკაციას და ამცირებს სატელეფონო ხარჯებს;
  • ზოგავს თანაშრომლებისა და ადმინისტრაციის დროს;
  • საგადასახადო უწყებას აწვდის სარწმუნო დოკუმენტაციას;

"საბოლოდ მინდა ვთქვა რომ Ecoflee-ის ავტოპარკის მართვის სისტემა უნიკალური პროდუქტია, რაშიც დღითიდღე ვრწმუნდებით

-Thomas Lund, RC CONCRETE A/S

დაინტერესდით Ecofleet-ით?